вторник, 14 октября 2014 г.


   ევროკავშირის დღეები!!!

ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლა N23 საჯარო სკოლასთან ერთად აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის კვირეულში. დებატ–კლუბისა და სამოქალაქო კლუბის წევრები ერთად შეიკრიბნენ და განიხილეს საქართველოს არჩევანი, ის გზა, რომელიც ევროკავშირისაკენ მიემართება. 





ლუკა უკლებამ ისაუბრა ევროკავშირის როლზე მათი წევრი და მსურველი სახელმწიფოების მიმართ.



 საინტერესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია ნიკა ჩაგუნავამ და გამოკვეთა ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთმიმართება მსოფლიო პოლიტიკის ფონზე, ეს იყო მოსწავლის თვალთახედვა შესაბამისი მასალების დამუშავების საფუძველზე. 



თავისი პრეზენტაციით შეაჯამა ლელა აბაზაძემ წინა ორი გამომსვლელის მოსაზრება და ისაუბრა იმ აუცილებლობაზე, რაც გამოიხატება საქართველოს წევრობაში ევროკავშირში.


თვალნათლივ გამოიკვეთა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების კომუნიკაცია, ურთიერთდამოკიდებულება და ერთმანეთის აზრის პატივისცემა, აქტიური  მოსმენის კულტურა. 

დებატ–კლუბისა და სამოქალაქო კლუბის წევრები, პედაგოგ ნათია კალანდაძესა  N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგ შორენა ტყემალაძესთან ერთად  დაესწრნენე ევროკავშირის დღეებთან დაკავშირებით გამართულ საოცრად მნიშვნელოვან კონცერტს ოლივერ პულის შესრულებით. დღემ საოცრად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და დამსწრე საზოგადოებაზე.









დებატ–კლუბმა ,,ღირსება“  2014–15 სასწავლო წლების პირველი შეხვედრა დაუთმო გასული სასწავლო წლის შეფასებას და მსჯელობას. კლუბის თითოეული წევრი ცდილობს ღირსეულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, მათ თავიანთი შრომისა და გარჯის შესაბამისად გადაეცათ სიგელები.





     წელს კლუბის წევრები გახდნენ ჩვენი პატარა მეგობრები მეექვსე ა და ბ კლასებიდან. კლუბის გამოცდილმა  წევრებმა გაიხსენეს პირველი დღე, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯები, რა მიიღეს შედეგად, რას ურჩევდნენ თავიანთ პატარა მეგობრებს. წელს კლუბი აქცენტსა აიღებს თანატოლთა განათლებაზე. 









ჩატარდება ტრენინგები დებატების თეორიაზე და პრაქტიკულად განახორციელებენ მას სხვადასხვა რეზოლუციებით. გვეყოლება სტუმრები: როგორც სტუდენტები, ასევე საზოგადო მოოღვაწეებიც. სამოქალაქო კლუბთან ერთად, თანამშრომლობით განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს. 



აქვე უნდა აღინიშნოს ახალი წევრების ინტერესი და დამოკიდებულება სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით. მათ დიდი მოლოდინი აქვთ კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.