суббота, 15 февраля 2014 г.

14.02.14 ,,წიგნი სიყვარულია“

14.02.14  
ქალაქ ქუთაისის  N15 საჯარო სკოლის    დებატკლუბ ,,ღირსების და   სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია  წევრებმა დაიწყეს  კიდევ ერთი  ახალი  სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება სახელწოდებით ,,წიგნი სიყვარულია“




სკოლის ადმინისტრაცია:  იდეის მხარდამჭერი
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე
პროექტის კონსულტანტები: ნინო ისაკაძე, ქეთი თათვიძე
პროექტის კოორდინატორები: ნიკა ახვლედიანი,მარიამ კობერიძე
პროექტის მენეჯერები: საბა ფარჯანაძე, ლუკა უკლება
პროექტის ტექნიკური მენეჯერები: გიორგი მამასახლისი, ნიკა ჩაგუნავა





პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, მოქალაქეობრივი  თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის.
პროექტში პირველი სტუმარი იყო ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნონა ახვლედიანი. მან მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის როლზე საზოგადოების განვითარებისა და ჩმოყალიბების პროცესში.


 დროთა განმავლობაში ტექნიკა თავის როლს ასრულებს საზოგადოებაში. მას დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი აქვს, რაღაც გარკვეულ ეტაპზე ბავშვები გულცივები, აგრესიულები ხდებიან, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ თაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.  მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა.



ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექნიკის განვითარებამადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ.არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.



შეხვედრის დასრულების შემდეგ დებატ–კლუბის წევრებმა განაგრძეს მუშაობა კლუბის ხელმძღვანელთან და ლიდერთან  ერთად. გაინაწილეს ფუნქციები, დაგეგმეს მომავალი შეხვედრების მიმართულებები, განსაზღვრეს თუ ვინ იქნება მომავალი სტუმარი ამ პროექტში. დაგეგმეს სამუშაო დებატებთან დაკავშირებით, კლუბის წევრებს მიეცათ დავალებები.













06.12.13 გაიმართა დებატ–კლუბის მეექვსე შეხვედრა.

    06.12.13– გაიმართა  დებატ–კლუბის მეექვსე  შეხვედრა. კლუბს სტუმარად ეწვია არასამთავრობო  ქართულ–ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“  კოორდინატორი ქ–ნ სოფია გოდუაძე. ის მიესალმა კლუბის წევრებს და ისაუბრა ამ ორგანიზაციის მიმართულებებზე, მათ დამოკიდებულებაზე განათლებისა და მოქალაქეობის მიმართ.






    ბავშვებმა  უყურებეს ფილმს ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია სახელწოდებით: ,,გზა მომავალისაკენ“. აქ იყვნენ მოსწავლეები მეექვსე კლასიდან დაწყებული მეეცხრე კლასის ჩათვლით. 





აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუდიტორია ყურადღებით აკვირდებოდა ფილმის მსვლელობას, საგულისხომა ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები აკეთებდნენ ჩანაწერებს. ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, დისკუსია საინტერესოდ წარიმართა, მსჯელობაში ერთვებოდა კლუბის თითოეული წევრი, ცდილობდნენ დაეცვათ დისკუსიის წესები და პატივი ეცათ ერთმანეთის მოსაზრებებისათვის. ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ ფილმში ნომერ პირველ საკითხად წარმოჩნდა ადამიანური ურთიერთობები, ზნეობა, მორალი, საზოგადოება, მათი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ. გადაწყდა, რომ მოვაწყოთ ფილმების ჩვენება გარკვეული თემატიკის და გეგმის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მათ ანალიტიკურ აზროვნებას.



    დისკუსიის შეჯამებისას თითოეულმა მოსწავლემ კიდევ ერთხელ  გამოთქვა თავიანთი მოსაზრებები შეჯამების მიზნით. მათ პედაგოგმა მიაწოდა წებოვანი ფურცლები, სადაც დააფიქსირეს შეხვედრის მნიშვნელობა. აქვე ისაუბრეს დამსწრე პედაგოგებმა: ეთერ გუბელაძემ და ინგა თათელიშვილმა, მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.


 მომავალი თაობა არის ის ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და სიძლიერეს, მთავარია სიტყვა აუცილებლად იქცეს საქმედ, რომლის ხელშეწყობა დიდწილად არის დამოკიდებული პედაგოგის საქმიანობაზე, მის თანამშრომლობას მოსწავლეებთან.


29.11.13 ინგლისური ენა–მაია ლიპარტელიანი

29.11.13- შეხვედრაზე აიხსნა Past Simle-წარსული მარტივი დრო. კლუბის ნახევარმა იცოდა Past Simle და  მათ ცოდნა განამტკიცეს, ხოლო დანარჩენმა კი უფრო ღრმად შეისწავლა მოცემული დრო. მოსწავლეებმა მიიღეს და ჩაიწერეს თეორიული მასალა, რომელიც ყველამ კარგად გაიგო. Past Simpleის ახსნისას პედაგოგმა გამოიყენა სხვადასხვა სავარჯიშო.





    პედაგოგმა დაფაზე დაწერა სხავადასხვა მაგალითი, თითოეული მოსწავლე ხსნიდა თუ რა იყო შეცდომა და რა არა. საერთო ჯამში აუცილებელია სხავდასხვა მიმართულებით მუდმივი მუშაობა. პედაგოგმა მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის შევსების მიზნით მისცა მცირე ტექსტი სიტყვებთან ერთად. მან ბავშვებს მისცა 5 წესიერი და 5 არაწესიერი ზმნა. პედაგოგს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა თვალსაჩინოებების გამოყენება, რომელის დამზადებაში მონაწილეობას მიიღებს თითოეული მათგანი.

მომდევნო შეხვედრა დაეთმობა ენობრივი რეალიზაციის ნიმუშებს.კერძოდ, შემდეგ რუბრიკებს:მილოცვა,/კეთილი სურვილები,წახალისება/შექება, შეთავაზება, დათანხმება/უარი, ინტერაქცია სუფრასთან.





27.11.13 გაიმართა დებატ–კლუბის მეხუთე შეხვედრა

    ვინაიდან დებატების კურსში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წვლილი და მათი აქტიურობა, ჩვენ შევეცადეთ დაგვენერგა ე.წ. ტრენერთა სისტემა, მოსწავლეები თანდათან ემზადებიან ამ საქმისათვის, ვეხმარებით ერთმანეთს და ფაქტიურეად ვიყენებთ კეთებით სწავლებას. ვინაიდან ის დებატები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ნეგატიურ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე, ამიტომ, საჭიროა, თავიდანვე დაინერგოს სწორი, კონსტრუქციული და კულტურული დებატების კულტურა.





გარდა ამისა, დებატების შესწავლის კულტურა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, ლოგიკური თუ ანალიტიკური აზროვნების უნარს, წერის კულტურას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გვიმუშავებს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას და დადებითად მოქმედებს ჩვენს უნარებზე.



      ნინო მანაგაძემ და ნინო ისაკაძემ წარმართა კლუბის მუშაობა, ისინი კიდევ ერთხელ დეტალურად უხსნიდნენ მოსწავლეებს დებატების სტრუქტურას, ვფიქრობ ამ ეტაპზე შეძლეს თავი გაერთვათ ამ დავალებისათვის. მაქსიმალურად გაითავისეს პასუხისმგებლობა.მათ კლუბის გამოცდილ წევრებთან ერთად გამართეს საჩვენებელი დებატები. რომლის რეზოლუცია იყო: ,,ახალმა თაობამ ყველაფერი უკეთ იცის“, ვფიქრობთ ამ თემამ მართლაც გამოიწვია მათი დაინტერესება. დაფიქრდნენ, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაათვის სხვადასხვა უნარების ერთობლიობა, რომლის ჩამოყალიბებისათვის დაუზარელი მუშაობაა საჭირო. იანვარში, დაინიშნება კლუბის ახალი ლიდერი, კიდევ ერთ მოსწავლეს მივცემთ საშუალებას, შეძლოს საკუთარი ძალების რეალიზება, თვიდაჯერება და ცოდნის მიღება.





     მომავალი შეხვედრა დაიგეგმა 06.12.13  კლუბის სტუმარ იქნება არასამთავრობო  ქართულ–ჩეხური ორგანიზაციის კოორდინატორი ქ–ნ სოფია გოდუაძე. ბავშვები უყურებენ ფილმს ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. 

ინგლისური ენის შესწავლაში კლუბს ეხმარებოდა პედაგოგი: მაია ლიპარტელიანი

15.11.13– შეხვედრა საინტერესო  აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის. მოსწავლეებმა, ენის სრულყოფილი ფლობა, რომ შეძლონ  ამისათვის სჭირდებათ უნარ–ჩვევების განვითარება, ამიტომ,  მასწავლებელმა  მოგვაწოდა მასალა გრამატიკულ საკითხები, ენობრივი რეალიზაციის ნიმუშები– შემდეგ რუბრიკებში.              
    ●  მისალმება/მოკითხვა
    ●   დამშვიდობება
    ●   წარდგენა/გაცნობა
    ●   მიმართვა
    ●   მობოდიშება
    ●   მადლობის გადახდა
პარალელურად, მოსწავლეებს ეძლევათ შესაბამისი დავალებები ახსნილ თემასთან დაკავშირებით, ბავშვები ცდილობენ მასწავლებელის დახმარებით ისაუბრონ თავიანთ თავზე ინგლისურად, რაც მეტ–ნაკლებად ყველას გამოსდით. დასაფასებელია მათი დამოკიდებელუბა ინგლისური ენის სწავლის მიმართ, ისმენენ ყურადღებით და ინტერესეით, ააანალიზებენ იმ ფაქტსაც რომ, მათთვის უცხო ენა საჭიროა. აქვთ  პასუხისმგებლობის გრძნობა. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, თავიანთ გამოცდილებას.








დებატ–კლუბი ,,ღირსება“ მ ი ზ ა ნ ი

                                                       დებატ–კლუბი ,,ღირსება“
                                                      მ ი  ზ ა ნ ი

დაეხმაროს ახალგაზრდებს შეიძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულები; მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება და გაეზარდოთ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები. დაეუფლებიან ბრიტანული ფორმატის დებატს, რომელიც წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთ-ერთ სახეს და ის გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად გამოიყენება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში საგანმანათლებლო მიზნებისათვის. დებატები ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და კამათის შემეცნებითი ფორმაა, სადაც მოწინააღმდეგის ყველანაირი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე პატივისცემას იმსახურებს. დებატების არსია, შეასწავლოს ახალგაზრდებს განსხვავებული კუთხით მიუდგნენ წინააღმდეგობრივ საკითხებს და კრიტიკული თვალით შეხედონ მათ წინაშე მდგომ ყოველ ამოცანას. დებატების ტექნიკა შემეცნების პროცესს უფრო ხალისიანსა და უშუალოს ხდის. ამავე დროს ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარი აზრის მკაფიოდ, თამამად და არგუმენტირებულად გამოხატვას. ასევე კლუბის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიარონ სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, რომლებიც შემდგომ მათ დაეხმარებათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში: კონფლიქტების მართვა, საჯარო გამოსვლის ტექნიკა, ეფექტური კომუნიკაცია, სტერეოტიპები და ტოლერანტობა, CV წერა და ა. შ.