დებატ–კლუბმა
,,ღირსება“ 2014–15 სასწავლო წლების
პირველი შეხვედრა დაუთმო გასული სასწავლო წლის შეფასებას და მსჯელობას. კლუბის
თითოეული წევრი ცდილობს ღირსეულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, მათ თავიანთი
შრომისა და გარჯის შესაბამისად გადაეცათ სიგელები.
წელს
კლუბის წევრები გახდნენ ჩვენი პატარა მეგობრები მეექვსე ა და ბ კლასებიდან. კლუბის
გამოცდილმა წევრებმა გაიხსენეს პირველი
დღე, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯები, რა მიიღეს შედეგად, რას ურჩევდნენ თავიანთ
პატარა მეგობრებს. წელს კლუბი აქცენტსა აიღებს თანატოლთა განათლებაზე.
ჩატარდება
ტრენინგები დებატების თეორიაზე და პრაქტიკულად განახორციელებენ მას სხვადასხვა
რეზოლუციებით. გვეყოლება სტუმრები: როგორც სტუდენტები, ასევე საზოგადო
მოოღვაწეებიც. სამოქალაქო კლუბთან ერთად, თანამშრომლობით განვახორციელებთ
სხვადასხვა პროექტებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ახალი წევრების ინტერესი და
დამოკიდებულება სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით. მათ დიდი
მოლოდინი აქვთ კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий