28.02.14 –
გაიმართა დებატ–კლუბის შეხვედრა. ამჯერად კლუბის ლიდერი (ქეთი თათვიძე) და ტრენერი (ნინო ისაკაძე) წევრებს უხსნიდნენ
დისკუსიისა და არგუმენტირებული მსჯელობის ძირითად მიმართულებებს.
მათ ერთობლივად
განიხილეს ,,ერთი ლედის ისტორია’’.
სავარჯიშოს მიზანი იყო: გუნდური მუშაობის დანერგვა, არგუმენტის ჩამოყალიბება,
პოზიციის დაცვა.
ტრნერმა წევრებს გააცნო თამაშის წესები, ტექსტი, დაიყვნენ
ჯგუფებად, გარკვეულ დროში ჩამოაყალიბეს
პოზიციები და გააკეთეს პრეზენტაცია.
წარდგენის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია რაც
ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა, თითოეული მათგანი დამაკმაყოფილებლად
გამოთქვამდა თავის მოსაზრებას. ბავშვები
იყვნენ დაინტერესებულნი, იცავდნენ დროის ლიმიტს, შეძლებისდაგვარად აყალიბებდნენ
არგუმენტებს, არ ავიწყდებოდათ დებატების
პრინციპი : ურტიეთპატივისცემა, რაც ასევე აღსანიშნავი იყო ჯგუფური მუშაობისას.
კლუბის წევრები აზრს გამოთქვამდნენ თავისუფლად
და ემორჩილებოდნენ მითითებებს, იყო ჯანსაღი კონკურენცია. მოსწავლეები ასევე აკეთებდნენ
და სწავლობდნენ ჩანაწერების გაკეთებას , რაც შემდგომში მნიშვნელოვანია
ლოგიკური არგმუნეტის ჩამოყალიბებისთვის. დისკუსიის დამთავრების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელმა, ლიდერმა და მდივანმა შეაფასეს
შეხვედრა: ხაზი გაუსვეს როგორც დადებით,
ისე უარყოფით ფაქტორებს. დაიგეგმა
მომავალი შეხვედრის დრო და თარიღი.
Комментариев нет:
Отправить комментарий