суббота, 15 февраля 2014 г.

14.02.14 ,,წიგნი სიყვარულია“

14.02.14  
ქალაქ ქუთაისის  N15 საჯარო სკოლის    დებატკლუბ ,,ღირსების და   სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია  წევრებმა დაიწყეს  კიდევ ერთი  ახალი  სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება სახელწოდებით ,,წიგნი სიყვარულია“




სკოლის ადმინისტრაცია:  იდეის მხარდამჭერი
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე
პროექტის კონსულტანტები: ნინო ისაკაძე, ქეთი თათვიძე
პროექტის კოორდინატორები: ნიკა ახვლედიანი,მარიამ კობერიძე
პროექტის მენეჯერები: საბა ფარჯანაძე, ლუკა უკლება
პროექტის ტექნიკური მენეჯერები: გიორგი მამასახლისი, ნიკა ჩაგუნავა





პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, მოქალაქეობრივი  თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის.
პროექტში პირველი სტუმარი იყო ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნონა ახვლედიანი. მან მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის როლზე საზოგადოების განვითარებისა და ჩმოყალიბების პროცესში.


 დროთა განმავლობაში ტექნიკა თავის როლს ასრულებს საზოგადოებაში. მას დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი აქვს, რაღაც გარკვეულ ეტაპზე ბავშვები გულცივები, აგრესიულები ხდებიან, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ თაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.  მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა.



ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექნიკის განვითარებამადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ.არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.



შეხვედრის დასრულების შემდეგ დებატ–კლუბის წევრებმა განაგრძეს მუშაობა კლუბის ხელმძღვანელთან და ლიდერთან  ერთად. გაინაწილეს ფუნქციები, დაგეგმეს მომავალი შეხვედრების მიმართულებები, განსაზღვრეს თუ ვინ იქნება მომავალი სტუმარი ამ პროექტში. დაგეგმეს სამუშაო დებატებთან დაკავშირებით, კლუბის წევრებს მიეცათ დავალებები.













Комментариев нет:

Отправить комментарий