пятница, 25 апреля 2014 г.

07.04.14  დებატ–კლუბის წევრებმა გამართეს დებატი რეზოლუციით: ,,ტელევიზია მავნებელია" . თეორიით მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განახორციელეს. თემა საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ტელევიზია მათ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში უმეტესად უარყოფით როლს ასრულებს. არ მოსწონთ ის, რომ ადგილი დათმობილი აქვს უამრავ სერიალს, არ არის შემეცნებითი, სააზროვნო პროგრამები.





  მათ გამოიყენეს სხვადახსვა  რესურსი აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ: ყველაზე პოპულარული და ყველაზე პრობლემური მედიასაშუალებაა - ასე ახასიათებს ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობა საქართველოში ტელევიზიას.ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს სატელევიზიო ახალი ამბები წარმოადგენს. 
ამავე დროს, ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ტელევიზია ბევრად მეტი პრობლემით გამოირჩევა. 





 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბავშვებმა ტელევიზიაში უარყოფითი უფრო მეტი დაინახეს, ვიდრე დადებითი.ეს ამ ბავშვების მოსაზრებაა, ალბათ ჩვენ, უფროსებიც  უნდა დავფიქრდეთ ამ საკითხზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий