пятница, 25 апреля 2014 г.

07.04.14  დებატ–კლუბის წევრებმა გამართეს დებატი რეზოლუციით: ,,ტელევიზია მავნებელია" . თეორიით მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განახორციელეს. თემა საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ტელევიზია მათ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში უმეტესად უარყოფით როლს ასრულებს. არ მოსწონთ ის, რომ ადგილი დათმობილი აქვს უამრავ სერიალს, არ არის შემეცნებითი, სააზროვნო პროგრამები.





  მათ გამოიყენეს სხვადახსვა  რესურსი აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ: ყველაზე პოპულარული და ყველაზე პრობლემური მედიასაშუალებაა - ასე ახასიათებს ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობა საქართველოში ტელევიზიას.ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს სატელევიზიო ახალი ამბები წარმოადგენს. 
ამავე დროს, ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ტელევიზია ბევრად მეტი პრობლემით გამოირჩევა. 





 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბავშვებმა ტელევიზიაში უარყოფითი უფრო მეტი დაინახეს, ვიდრე დადებითი.ეს ამ ბავშვების მოსაზრებაა, ალბათ ჩვენ, უფროსებიც  უნდა დავფიქრდეთ ამ საკითხზე.
31.03.14   გაიმართა  დებატ–კლუბის  შეხვედრა,  რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და ჩვენს ქვეყანას. მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით  წარმოადგინეს თავიანთი  დამოკიდებულება  სამშობლოს მიმართ, გააკეთეს პრეზენტაცია და დეტალურად ისაუაბრეს იმ ღირებულებების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს  აქტიურ მოქალაქეს.








ბავშვები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საქართველოს წარსულზე, მის აწმყოსა და მომავალზე. ღიად და უშაუალოდ აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. 
  პრეზენტაციისა და მცირე დისკუსიის შემდეგ კლუბის ტრენერბმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: ,,რეზოლუცია და დეფინიციები".  

მათ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ: ნებისმიერი სახის კამათისათვის აუცილებელია საკამათო თემის არსებობა. დებატებში მას რეზოლუციას უწოდებენ. 



მოდებატე გუნდებს თამაშის დროს მოეთხოვებათ რეზოლუციის ძირითადი  და გაუგებარი  ტერმინების განმარტება, რათა დაპირისპირებული მხარეები ერთსა და იმავე სიტყვას სხდასვანაირად არ იგებდნენ.  
  


    ვინაიდან ჩვენი კლუბის დევიზია:,, წიგნს + დებატები"  აქედან გამომდინარე, მათ მიეცათ წასაკითხად თემის შესაბამისი ლიტერატურა. 



среда, 12 марта 2014 г.

,,წიგნი სიყვარულია" – 10 მარტი ლევან გოთუას დაბადების დღეა!


                                               ანგარიში,,წიგნი სიყვარულია”
   მან მთელი ბავშვობა გამახსენა, ის ასოცირდება სამშობლოს  სითბოსთან, სიყვარულთან. თითოეული  მისი სიტყვა ჩვენი ქვეყნის რუდუნებით მოფერება, პატივისცემაა.   ლევან გოთუა დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის პართენ გოთუას (1870-1937) ოჯახშიმთელი ცხოვრება სამშობლოზე ფიქრს შეალია. ბავშვები მთელი მონდომებით იყვნენ ჩართული, წიგნიდან ჩემთვის საყვარელ ადგილებს ვუკითხავდი, ნელა, გარკვევით, რათა ყურადღებით დაკვირებოდნენ თითოეული წინადადების მნიშვნელობას. პრობლემა ყველამ ვიცით, ბავშვებს არ უყვართ წიგნის კითხვა, უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებენ, ამ გადასახედიდან  უფრო მეტად არის დასაფასებელი. ამ პროექტში არიან ბავშვები, რომლთაც ძალიან უყვართ კითხვა, ჩვენი მიზანია ახლა მათ სხვებს შეაყვარონ ის, ვინაიდან გრძნობენ და აანალიზებენ მის მნიშვნელობას.
    საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პროექტს სათავეში უდგას უშუალოდ მოსწავლეები. მე მათი ფასილიტატორი ვარ. ვფიქრობ, შედეგი აუცილებლად იქნება, კარგი იქნება თუ შევძლებთ თანამშრომლობას ბიბლუსთან და მასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ამ პროექტზე. ეს დროის საკითხია და ფინანსებისაც, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. დირექციას განსაკუთრებით მოეწონა ჩვენი პროექტი, მასწავლებლებს სთხოვეს რატა ჩაერთონ და ერთი დღით დაბრუნდნენ ბავშვობაში თავიანთ საყვარელ წიგნთან ერთად.ბავშვები დააფიქრა ლევან გოთუას ცხოვრებამ,  სწორედ ,,გმირთა ვარამის'' დაწერაზე ვუყვებოდი მათხელნაწერებს მეგობრებს უკითხავდა და სწორედ მათ დაარქვეს ამ წიგნს ,,`გმირთა ვარამი"წიგნი კი დაწერამაგრამ ბანაკიდან გამოტანა არ გინდოდაჰოდაქართველებმა ასეთი რამ მოიფიქრესბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები გამოაფუღუროეს და შიგ ნაწერები ფურცელფურცელ ჩადესშემდეგ ისევ სათანადოდ დახურესეს მორები კი ქალაქში თავისუფლად მცხოვრებმა ვალიკო ჭუმბურიძემ იყიდაყველა მორი ვალიკოს ეზოში შეგორდა... წიგნი საქართველოში ერთ გათავისუფლებულ ქართველს გამოატანესასე დაიწერა და ჩამოაღწია ჩვენამდე `,,გმირთა ვარამის" ორმა წიგნმაც. ჩემი ბავშვები გულით გრძნობდენ ამ ადამიანის ღვაწლს სამშობლოსადმი.

როდესაც ბავშვებს  ვუყურებდი და ვუკითხავდი ჩეს საყვარელ ადგილებს ,,გმირთა ვარამიდან" იმედის სხივი აკიაფდა ჩემში, მჯერა, რომ მათ გაიგეს ის, თუ რამდენად დიდი პიროვნება იყო ლევან გოთუა, მათ თვითონვე, ჩემს დაუხმარებლად უწოდეს მას ერის  გმირი თუნდაც ამის გამო: ერთხელ, 1952 წელს, მოულოდნელად სამუშაოდან გამოიძახეს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს. ეტაპმა ვაი-ვაგლახით ჩააღწია მოსკოვში. ბუტირკის ციხეში აბანავეს, ახალთახალი ტანისამოსი ჩააცვეს, წვერი გაპარსეს, თმა შეკრიჭეს და ჩეკაში მიიყვანეს, იქ კი... თავისუფლების სანაცვლოდ აგენტობა შესთავაზეს. წამოიჭრა ლევანი და იღრიალა: `მე ჩემი ერის გამყიდველი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნებიო~ და ისევ ვორკუტაში დაბრუნება მოითხოვა. თხოვნა უმალვე შეუსრულეს.(წყარო: https://www.facebook.com/notes/ჟურნალი-კარიბჭე-jurnali-karibwe/). მოსწავლეების უმეტესი ნაწილი უკვე ინტერესით კითხულობს ,,გმირთა ვარამს". მადლობა ჩემს მოსწავლეებს, გაიხარეთ ბავშვებო!......

  














,, ერთი ლედის ისტორია"

28.02.14  – გაიმართა დებატ–კლუბის შეხვედრა. ამჯერად   კლუბის ლიდერი (ქეთი თათვიძე)  და ტრენერი (ნინო ისაკაძე) წევრებს უხსნიდნენ დისკუსიისა და არგუმენტირებული მსჯელობის ძირითად მიმართულებებს.

  მათ ერთობლივად განიხილეს   ,,ერთი ლედის ისტორია’’. სავარჯიშოს მიზანი იყო: გუნდური მუშაობის დანერგვა, არგუმენტის ჩამოყალიბება, პოზიციის დაცვა.  


   ტრნერმა წევრებს  გააცნო თამაშის წესები, ტექსტი, დაიყვნენ ჯგუფებად,  გარკვეულ დროში ჩამოაყალიბეს პოზიციები და გააკეთეს პრეზენტაცია. 



წარდგენის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია რაც ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა, თითოეული მათგანი დამაკმაყოფილებლად გამოთქვამდა  თავის მოსაზრებას. ბავშვები იყვნენ დაინტერესებულნი, იცავდნენ დროის ლიმიტს, შეძლებისდაგვარად აყალიბებდნენ არგუმენტებს, არ ავიწყდებოდათ  დებატების პრინციპი : ურტიეთპატივისცემა, რაც ასევე  აღსანიშნავი იყო ჯგუფური მუშაობისას. 

კლუბის წევრები აზრს გამოთქვამდნენ თავისუფლად და ემორჩილებოდნენ მითითებებს, იყო ჯანსაღი კონკურენცია.   მოსწავლეები ასევე   აკეთებდნენ  და სწავლობდნენ ჩანაწერების გაკეთებას , რაც შემდგომში მნიშვნელოვანია ლოგიკური არგმუნეტის ჩამოყალიბებისთვის. დისკუსიის დამთავრების შემდეგ კლუბის  ხელმძღვანელმა, ლიდერმა და მდივანმა შეაფასეს შეხვედრა:  ხაზი გაუსვეს როგორც დადებით, ისე უარყოფით ფაქტორებს.  დაიგეგმა მომავალი შეხვედრის    დრო და თარიღი.

суббота, 15 февраля 2014 г.

14.02.14 ,,წიგნი სიყვარულია“

14.02.14  
ქალაქ ქუთაისის  N15 საჯარო სკოლის    დებატკლუბ ,,ღირსების და   სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია  წევრებმა დაიწყეს  კიდევ ერთი  ახალი  სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება სახელწოდებით ,,წიგნი სიყვარულია“




სკოლის ადმინისტრაცია:  იდეის მხარდამჭერი
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე
პროექტის კონსულტანტები: ნინო ისაკაძე, ქეთი თათვიძე
პროექტის კოორდინატორები: ნიკა ახვლედიანი,მარიამ კობერიძე
პროექტის მენეჯერები: საბა ფარჯანაძე, ლუკა უკლება
პროექტის ტექნიკური მენეჯერები: გიორგი მამასახლისი, ნიკა ჩაგუნავა





პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, მოქალაქეობრივი  თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის.
პროექტში პირველი სტუმარი იყო ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნონა ახვლედიანი. მან მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის როლზე საზოგადოების განვითარებისა და ჩმოყალიბების პროცესში.


 დროთა განმავლობაში ტექნიკა თავის როლს ასრულებს საზოგადოებაში. მას დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი აქვს, რაღაც გარკვეულ ეტაპზე ბავშვები გულცივები, აგრესიულები ხდებიან, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ თაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.  მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა.



ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექნიკის განვითარებამადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ.არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.



შეხვედრის დასრულების შემდეგ დებატ–კლუბის წევრებმა განაგრძეს მუშაობა კლუბის ხელმძღვანელთან და ლიდერთან  ერთად. გაინაწილეს ფუნქციები, დაგეგმეს მომავალი შეხვედრების მიმართულებები, განსაზღვრეს თუ ვინ იქნება მომავალი სტუმარი ამ პროექტში. დაგეგმეს სამუშაო დებატებთან დაკავშირებით, კლუბის წევრებს მიეცათ დავალებები.