ვინაიდან დებატების კურსში მნიშვნელოვანია
მოსწავლეთა წვლილი და მათი აქტიურობა, ჩვენ შევეცადეთ დაგვენერგა ე.წ. ტრენერთა
სისტემა, მოსწავლეები თანდათან ემზადებიან ამ საქმისათვის, ვეხმარებით ერთმანეთს
და ფაქტიურეად ვიყენებთ კეთებით სწავლებას. ვინაიდან ის დებატები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ნეგატიურ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე, ამიტომ, საჭიროა, თავიდანვე დაინერგოს სწორი, კონსტრუქციული და კულტურული დებატების კულტურა.
გარდა ამისა, დებატების შესწავლის კულტურა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, ლოგიკური თუ ანალიტიკური აზროვნების უნარს, წერის კულტურას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გვიმუშავებს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას და დადებითად მოქმედებს ჩვენს უნარებზე.
ნინო მანაგაძემ და ნინო ისაკაძემ წარმართა
კლუბის მუშაობა, ისინი კიდევ ერთხელ დეტალურად უხსნიდნენ მოსწავლეებს დებატების
სტრუქტურას, ვფიქრობ ამ ეტაპზე შეძლეს თავი გაერთვათ ამ დავალებისათვის.
მაქსიმალურად გაითავისეს პასუხისმგებლობა.მათ კლუბის გამოცდილ წევრებთან ერთად
გამართეს საჩვენებელი დებატები. რომლის რეზოლუცია იყო: ,,ახალმა თაობამ ყველაფერი
უკეთ იცის“, ვფიქრობთ ამ თემამ მართლაც გამოიწვია მათი დაინტერესება. დაფიქრდნენ,
იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაათვის სხვადასხვა უნარების ერთობლიობა, რომლის
ჩამოყალიბებისათვის დაუზარელი მუშაობაა საჭირო. იანვარში, დაინიშნება კლუბის ახალი
ლიდერი, კიდევ ერთ მოსწავლეს მივცემთ საშუალებას, შეძლოს საკუთარი ძალების
რეალიზება, თვიდაჯერება და ცოდნის მიღება.
მომავალი შეხვედრა დაიგეგმა 06.12.13 კლუბის სტუმარ იქნება არასამთავრობო ქართულ–ჩეხური ორგანიზაციის კოორდინატორი ქ–ნ
სოფია გოდუაძე. ბავშვები უყურებენ ფილმს ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
Комментариев нет:
Отправить комментарий