რეზოლუცია,,დღევანდელი საზოგადოება ლუარსაბ თათქარიძეა”
დებატ-კლუბი ,,ღირსება“ 30.01:13
სსიპ. ქ. ქუთაისის №15-ე საჯარო სკოლის დებატ-კლუბი
,,ღირსება“-ს 2013 წლის I შეხვედრის
ანგარიში
2013 წლის 30 იანვრს ქ. ქუთაისის №15-ე საჯარო სკოლის დებატ-კლუბი ,,ღირსება‘‘-ს საკონფერეციო დარბაზში შედგა კლუბის მიმდინარე წლის მეორე შეხვედრა.
შეხვედრა გახსნა ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელმა და დებატ-კლუბის ხელმძღვანელმა ნათია კალანდაძემ.
ქალბატონმა ნათია კალანდაძემ ისაუბრა დისკუსიის თემის ირგვლივ, კლუბის წევრებს გააცნო დისკუსიის წამყვანი და გაიმართა დისკუსია ,თემაზე -,,ყველა კაცია ადამიანი?!“
კლუბის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ წევრს : კობერიძე მარიამს და ნინო ისაკაძეს.
ბავშვებმა გამოამჟღავნეს თავიანთი ცოდნა წაკითხულ მასალასთან დაკავშირებით და ასევე იმსჯელეს მომავალი შეხვედრის რეზოლუციაზე.
მასწავლებელი ნათია კალანადძე აქტიურად იყო ჩართული დისკუსიის წარმართვასა და მასში მონაწილეობის საკითხებში.ის მოსწავლეებს აცნობდა დისკუსიაში მონაწილეობის წესებს
მიღებული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება მომავალ დისკუსიაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий