29.11.13- შეხვედრაზე აიხსნა Past Simle-წარსული მარტივი დრო.
კლუბის ნახევარმა იცოდა Past Simle და მათ
ცოდნა განამტკიცეს, ხოლო დანარჩენმა კი უფრო ღრმად შეისწავლა მოცემული დრო.
მოსწავლეებმა მიიღეს და ჩაიწერეს თეორიული მასალა, რომელიც ყველამ კარგად გაიგო. Past Simple–ის ახსნისას
პედაგოგმა გამოიყენა სხვადასხვა სავარჯიშო.
პედაგოგმა დაფაზე დაწერა სხავადასხვა მაგალითი, თითოეული მოსწავლე ხსნიდა
თუ რა იყო შეცდომა და რა არა. საერთო ჯამში აუცილებელია სხავდასხვა მიმართულებით
მუდმივი მუშაობა. პედაგოგმა მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის შევსების მიზნით მისცა
მცირე ტექსტი სიტყვებთან ერთად. მან ბავშვებს მისცა 5 წესიერი და 5 არაწესიერი
ზმნა. პედაგოგს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა თვალსაჩინოებების გამოყენება, რომელის
დამზადებაში მონაწილეობას მიიღებს თითოეული მათგანი.
მომდევნო შეხვედრა
დაეთმობა ენობრივი რეალიზაციის ნიმუშებს.კერძოდ, შემდეგ რუბრიკებს:მილოცვა,/კეთილი
სურვილები,წახალისება/შექება, შეთავაზება, დათანხმება/უარი, ინტერაქცია სუფრასთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий