დებატ–კლუბი ,,ღირსება“
მ ი ზ ა ნ ი
დაეხმაროს ახალგაზრდებს შეიძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულები; მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება და გაეზარდოთ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები. დაეუფლებიან ბრიტანული ფორმატის დებატს, რომელიც წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთ-ერთ სახეს და ის გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად
გამოიყენება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში საგანმანათლებლო მიზნებისათვის. დებატები ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და კამათის შემეცნებითი ფორმაა, სადაც მოწინააღმდეგის
ყველანაირი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე პატივისცემას იმსახურებს. დებატების არსია, შეასწავლოს ახალგაზრდებს განსხვავებული კუთხით მიუდგნენ წინააღმდეგობრივ
საკითხებს და კრიტიკული თვალით შეხედონ მათ წინაშე მდგომ ყოველ ამოცანას. დებატების ტექნიკა შემეცნების პროცესს უფრო ხალისიანსა და უშუალოს ხდის. ამავე
დროს ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარი აზრის მკაფიოდ, თამამად და არგუმენტირებულად გამოხატვას. ასევე კლუბის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიარონ სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, რომლებიც
შემდგომ მათ დაეხმარებათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში: კონფლიქტების
მართვა, საჯარო
გამოსვლის ტექნიკა, ეფექტური კომუნიკაცია, სტერეოტიპები და ტოლერანტობა, CV წერა და
ა. შ.
Комментариев нет:
Отправить комментарий