06.12.13–
გაიმართა დებატ–კლუბის მეექვსე შეხვედრა. კლუბს სტუმარად ეწვია
არასამთავრობო ქართულ–ჩეხური ორგანიზაციის
,,ადამიანი გაჭირვებაში“ კოორდინატორი ქ–ნ
სოფია გოდუაძე. ის მიესალმა კლუბის წევრებს და ისაუბრა ამ ორგანიზაციის
მიმართულებებზე, მათ დამოკიდებულებაზე განათლებისა და მოქალაქეობის მიმართ.
ბავშვებმა უყურებეს ფილმს ,,ადამიანი, რომელიც ხეებს
რგავდა“, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია სახელწოდებით: ,,გზა
მომავალისაკენ“. აქ იყვნენ მოსწავლეები მეექვსე კლასიდან დაწყებული მეეცხრე კლასის
ჩათვლით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუდიტორია ყურადღებით აკვირდებოდა ფილმის
მსვლელობას, საგულისხომა ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები აკეთებდნენ ჩანაწერებს.
ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, დისკუსია საინტერესოდ წარიმართა,
მსჯელობაში ერთვებოდა კლუბის თითოეული წევრი, ცდილობდნენ დაეცვათ დისკუსიის წესები
და პატივი ეცათ ერთმანეთის მოსაზრებებისათვის. ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ ფილმში
ნომერ პირველ საკითხად წარმოჩნდა ადამიანური ურთიერთობები, ზნეობა, მორალი,
საზოგადოება, მათი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ. გადაწყდა, რომ მოვაწყოთ
ფილმების ჩვენება გარკვეული თემატიკის და გეგმის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მათ
ანალიტიკურ აზროვნებას.
დისკუსიის შეჯამებისას თითოეულმა მოსწავლემ
კიდევ ერთხელ გამოთქვა თავიანთი
მოსაზრებები შეჯამების მიზნით. მათ პედაგოგმა მიაწოდა წებოვანი ფურცლები, სადაც
დააფიქსირეს შეხვედრის მნიშვნელობა. აქვე ისაუბრეს დამსწრე პედაგოგებმა: ეთერ
გუბელაძემ და ინგა თათელიშვილმა, მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
მომავალი თაობა არის ის ძალა, რომელიც
ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და სიძლიერეს, მთავარია სიტყვა აუცილებლად
იქცეს საქმედ, რომლის ხელშეწყობა დიდწილად არის დამოკიდებული პედაგოგის
საქმიანობაზე, მის თანამშრომლობას მოსწავლეებთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий